22 ივნისი 2026,   23:05
ვრცლად
რუსული ძალების დარტყმის შედეგად დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაში 5 ადამიანი დაიღუპა - დაჭრილია 18 ადამიანი

რუსული ძალების დარტყმის შედეგად დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაში 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაჭრილია 18 ადამიანი. დაზიანებულია ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ქალაქზე სამი შეტევა განახორციელეს.

დღის ამბები