28 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
ლატვიის შემდეგ სამი ოპოზიციური პარტია ესტონეთშია - პარტიებში განმარტავენ, რომ ბალტიის ქვეყნებში მათი წარმომადგენლები, პარტნიორების ინიციატივით ჩავიდნენ

ლატვიის შემდეგ სამი ოპოზიციური პარტია ესტონეთშია. პარტიებში განმარტავენ, რომ ბალტიის ქვეყნებში მათი წარმომადგენლები, პარტნიორების ინიციატივით ჩავიდნენ.

რაც შეეხება სანქციებს - პოლიტიკურ გუნდებში არ მალავენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერება მათი დღის წესრიგის ერთ ერთი მთავარი საკითხია. ოპოზიციურ პარტიებში, რომელთა წარმომადგენლები ახლა ესტონეთში იმყოფებიან, აბგობენ, რომ კოლეგენი იქ პარტნიორების მიწვევით იმყოფებიან. 

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ სანქცირების პოლიტიკა გაგრძელდება და გაფართოვდება. 

"ეს სანქცირების პოლიტიკა გაგრძელდება და გაფართოვდება ძალიან მალე. მათ შეიძლება ვერ შეძლონ მოგზაურობა ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში. მეტიც, შესაძლოა აღნიშნული ტარგეტირებული სანქციები ფინანსურ სანქციებადაც იქცეს და მათი ფინანსური აქტივებიც მოექცეს სანქციების ქვეშ. რაც შეეხება, ჩვენ როგორ ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ, ვისთან გვაქვს კომუნიკაცია, ამაზე ძალიან ხშირად არის საჯარო ინფორმაცია და რაც არ არის საჯარო, ეს ასეც უნდა დარჩეს." - აცხადებ ს თინა ბოკუჩავა.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ ესტონეთშია გრიგოლ გეგელიაც, რომელიც იქ საპარლამენტო ჯგუფების მმიწვევით იმყოფება.

"გრიგოლ გეგელია, როგორც ვიცი, არის საპარლამენტო ჯგუფების მიწვევით ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე საქართველოს დიდი ხნის მეგობრებთან. რაც შეეხება სანქციებს, არ ვიცი კონკრეტულად რა ინფორმაციების გაცვლა მიდის," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

დღის ამბები