21 ივნისი 2026,   18:25
ვრცლად
ავსტრალიაში ათასობით ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ - მათ ტროპიკული ქარიშხალი "ალფრედი" უახლოვდებათ

ავსტრალიაში ათასობით ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, რადგან მათ ტროპიკული ქარიშხალი "ალფრედი" უახლოვდებათ. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში, ქარიშხლის ხმელეთზე გადასვლას შაბათს ელოდებიან.

ტროპიკულმა ქარიშხალმა ძლიერი წვიმა, ქარი და ტალღები გამოიწვია. უამინდობის გამო მოქალაქეები ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები. დატბორილია პლაჟები, დაიხურა აეროპორტები.

მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ "ალფრედი" ხმელეთს ნელა უახლოვდება, ძლიერი წვიმა და ქარი ხანგრძლივად შენარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ხმელეთზე გამოსვლის დროს მეორე კატეგორიის სიმძლავრის იქნება.

ის ბრისბენის ჩრდილოეთს დაატყდება თავს. აღნიშნული, ავსტრალიის მესამე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

დღის ამბები