25 აგვისტო 2026,   18:22
ვრცლად
ISFED-ი ცნობილია როგორც თაღლითური ორგანიზაცია, მას უკვე ბრიუსელი აფინანსებს, ეს ფული ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას - შალვა პაპუაშვილი

"ისფედი" ცნობილია უკვე როგორც თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წელს გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ყალბ შედეგებს ავრცელებდა, თავის დონორთან "იუესეიდთან" ერთად, რომელსაც ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ კრიმინალი უწოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, USAID-ის ხელმძღვანელობასთან ერთად მალავდა არჩევნების ნამდვილ შედეგებს და ქართველ ამომრჩეველს ატყუებდა.

"ქართველ ხალხს გვატყუებდნენ, რომ რაიმენაირად აეყირავებინათ მაშინ ხელისუფლება და არჩევნები. ხოლო 2024 წელს მათ უკვე დამალეს და არ გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის შედეგები. ადრეც ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია, რომ არ გამოექვეყნებინათ შედეგები, მათ უკარნახა ეს მისმა დონორმა. საინტერესოა, ამაზეც უნდა ისაუბროს მე მგონი "ისფედმა", როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩართული იყვნენ თუ არა ამაში მისი დონორები და აიძულებდნენ თუ არა, თუ მოუწოდეს თუ არა, მათი კარნახით იყო თუ არა ამ შედეგების არ გამოქვეყნება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება თავად ფაქტს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ეს არის თაღლითი ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება ჩაეხსნა.

"ამ თაღლით ორგანიზაციას დღეს ბრიუსელი აფინანსებს, ეს არის სკანდალური, როდესაც ორგანიზაციას, რომლის რეპუტაცია არის ნულის ტოლი, ყველა არჩევნებზე, რომ დავაკვირდეთ ბოლო 4 წელს, წინა საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის იყო და თაღლითობა ჩაიდინეს, 2024 წლის არჩევნებში თაღლითობა ჩაიდინეს. ახლა ასეთ ორგანიზაციას რომ აძლევ ფულს ევროპელი გადასახადის გადამხდელების, რა თქმა უნდა, ეს არის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას. თაღლითებს ამიტომაც ჰქვიათ თაღლითი, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები და ეს ორგანიზაცია არის გამოცდილი საარჩევნო თაღლითობაში 2020 წელს, 2024 წელს. დადასტურდა მათი თაღლითობა. ახლა თუ რაიმეს სჩადიან კიდევ, ესეც გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაფერი უკვე სიმბოლურია. პროკურატურას ალბათ სჭირდება ეს დოკუმენტაცია, თუმცა არჩევნებს რაც შეეხება ყველაფერი ნათელია", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები