28 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
"ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც შუა აზიის ქვეყნებს გააჩნიათ, ასათვისებელია, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი შესაძლებლობები" - დავით სონღულაშვილი

"ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც შუა აზიის ქვეყნებს გააჩნიათ, არის ასათვისებელი. ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი შესაძლებლობები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აგრო-სასურსათო პროდუქტის ექსპორტის გაძლიერების მიმართულება," - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

"ის გამოცდილება, რომელიც არსებობს, როგორც ფიტოსანიტარიული, აგრეთვე სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი უწყების ფარგლებში, შეგვიძლია, რომ გავუზიაროთ და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა ერთმანეთს შევთავაზოთ და გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტად ეკონომუკური ურთიერთობები," - აღნიშნა სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური შეხვედრები აშხაბადში დღეიდან იწყება. ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი უმასპინძლებს.

დღის ამბები