23 აგვისტო 2026,   08:48
ვრცლად
190 ქვეყანა, 100 000-ზე მეტი სტუმარი და 5600 ტურისტული კომპანია - მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე საქართველო მონაწილეობს

190 ქვეყანა, 100 000-ზე მეტი სტუმარი და 5600 ტურისტული კომპანია - მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე საქართველო მონაწილეობს.

სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები ეროვნულ სტენდზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების, PR კომპანიებისა და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან მართავს.

ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კომპანია, მათ შორის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

გამოფენაზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ITB Berlin-ის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან გამართეს.

ITB Berlin-ის გამოფენა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ დაამყარონ ახალი კავშირები, გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს და გლობალურ ბაზარზე თავიანთი საქმიანობა გააფართოონ.

საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ასევე მიიღონ ინფორმაცია ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები