ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სპეციალურ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტიც ესწრება. შეხვედრის დაწყებამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ევროპელ ლიდერებს მადლობა გადაუხადა "მტკიცე მხარდაჭერისთვის".
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, და გასულ კვირას, თქვენ ჩვენთან იყავით. ამას ძალიან ვაფასებთ... ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ, რომ მარტო არ ვართ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის - ჩვენ ამას ვგრძნობთ. თქვენ ძლიერი სიგნალი გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს და ჩვენ ამას ვაფასებთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.