ვის რა შანსები აქვთ პოლიტიკურ ველზე? "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად არჩევნებში მონაწილეობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. უმრავლესობის მოსაზრებით, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, სწორედ მათი დაბალი რეიტინგია.
"თუ ისინი აპირებენ, რომ დაუშვან იგივე შეცდომა, რაც გაიმეორეს საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ნებაა, მაგრამ თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენდეს, ადგილობრივი არჩევნები არის საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ეს დაუმტკიცონ და დაანახონ მოსახლეობას, მაგრამ, თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.