31 აგვისტო 2026,   07:44
ვრცლად
მთავრობის გადაწყვეტილებით, აპრილის თვეში ბათუმში კურაში ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გამორჩეული უზბეკური სპორტის სახეობაა - სპორტის მინისტრი

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტაშკენტში უზბეკეთის პრეზიდენტთან შეხვედრით სრულდება  ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნები სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ბათუმში, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

„უზბეკთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატივი მქონდა შევხვედროდი უზბეკეთის სპორტის მინისტრს. შევთანხმდით ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში უკეთ თანამშრომლობის გაღრამვებაზე. ამავე დროს, პატივი მქონდა გავცნობოდი ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას, დამეთვალიერებინა მათი სპორტული ინფრასტრუქტურა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, აპრილის თვეში ბათუმში კურაში ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გამორჩეული უზბეკური სპორტის სახეობაა და ეს ევროპის ჩემპიონატი სრულად საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდება ქალაქ ბათუმში“, - აცხადებს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე.

დღის ამბები