პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტაშკენტში უზბეკეთის პრეზიდენტთან შეხვედრით სრულდება. ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნები სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს უზბეკეთში საექსპორტო მიმართულებით.
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციას, საექსპორტო მიმართულება უზბეკეთში განსაკუთრებულად აღსანიშნავია, ეს შესაძლებლობები ასათვისებელია. მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე ექსპორტი იზრდება, თუმცა შესაძლებლობები დიდია, რომელსაც აუცილებლად გამოყენება სჭირდება. შესაბამისად, ეს ორმხრივი შეთანხმება-მემორანდუმი ითვალისწინებს კიდევ უფრო დამატებით და კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას. ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისებას", - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.