23 აგვისტო 2026,   02:39
ვრცლად
მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა.

ძებნა-შველის სამუშაოები რამდენიმე საათი გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამართალდამცველების ეკიპაჟები იმყოფებიან.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტოს საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: სიმონ შანავა 

დღის ამბები