ესპანეთში, პოპულარულ ტურისტულ ზონაში სტიქია მძვინვარებს. კუნძულ გრან-კანარიის ქუჩები დატბორილია, ადიდებულმა წყალმა ქუჩებიდან ავტომობილები გაიტაცა და ზღვაში ჩარეცხა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მედიის ცნობით, კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებულმა წყლის დონემ პოპულარული კურორტის ქუჩები ტალახითა და ნაგვით დაფარა.
ორშაბათს, ესპანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, გრან-კანარიის მთელს ტერიტორიაზე განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, რადგან ამ კვირაში რეგიონში კვლავ ცუდი ამინდია მოსალოდნელი.