თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა შეაჩერა - ინფორმაციას ამის შესახებ CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთმა წაიღო საქართველო; ობამას დროს მიიღო ყირიმი; მისი მმართველობის პირობებში კი მსგავსი არაფერი მომხდარა.
"ბაიდენის დროს მთელი უკრაინის მიღება სცადეს - მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ კიდეც" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება და დარწმუნებულია, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის სურვილიც.