ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, ახალი სატრანზიტო სისტემის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.