22 აგვისტო 2026,   20:06
ვრცლად
"ყველა ცოცხალ არსებას უნდა ჰქონდეს დედასთან სრულფასოვანი ურთიერთობის შესაძლებლობა" - ლომის ბოკვერი შანი თბილისის ზოოპარკის ბინადარ თეთრ ლომ კლეოპატრას "გააცნეს"

"ყველა ცოცხალ არსებას უნდა ჰქონდეს დედასთან სრულფასოვანი ურთიერთობის შესაძლებლობა" - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ლომის ბოკვერი სახელად შანი თეთრ ლომ კლეოპატრას გასაცნობად წაიყვანეს.

თბილისის ზოოპარკი ამის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

"ეს ის დღეა, როცა დედობილმა ანამ (მდივანმა, ბევრი ითხოვდა მის ფოტოს) ლომის ბოკვერი შანი ნათესავების გასაცნობად წაიყვანა. ჩვენს დედა-დედოფალს, თეთრ ლომ კლეოპატრას, 5 შვილი ჰყავს. შესანიშნავი დედაა, მაგრამ ცხოველებში სხვისი შვილების მიღების ამბავი ცოტა რთული საკითხია, ამიტომ ოდენ შუშის მიღმა კომუნიკაციით შემოვიფარგლეთ. ყველა ცოცხალ არსებას უნდა ჰქონდეს დედასთან სრულფასოვანი ურთიერთობის შესაძლებლობა. დედის დღეს გილოცავთ." - წერია თბილისის ზოოპარკის გვერდზე.

დღის ამბები