22 აგვისტო 2026,   23:47
ვრცლად
ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

3000 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, მოეწყობა სხვადასხვა ზონა ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, გაკეთდება დასასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 960 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.

დღის ამბები