22 აგვისტო 2026,   13:57
ვრცლად
"რუსთავი 2" მაყურებელს გაზაფხულის კონცერტების სერიას უმზადებს

"რუსთავი 2-ზე" გაზაფხულის კონცერტების სერია იწყება. მუსიკალური საღამოების პირველი ეპიზოდი გაზაფხულის პირველ დღესასწაულს - დედების დღეს ეძღვნება, ამიტომ 3 მარტის საღამოს, არხის მაყურებელს ყველაზე ცნობილი მომღერალი დედა-შვილები გაუთბობენ.

"ჭოხოები" ამ კონცერტს მხოლოდ დედას, ანუ ნატო გელაშვილს უძღვნიან. "კურიერი P.S.-ის" ობიექტივი კი მათთვის ემოციური მილოცვის შესაძლებლობა აღმოჩნდა.

ქალებს ეძღვნება გაზაფხულის კონცერტების კიდევ ერთი სერია. 8 მარტს ჯგუფ "ურსას" წევრები სტუდიაში საყვარელ ქალებს და ეკრანთან კი ყველა მაყურებელ ქალს უმღერებენ.

8 მარტს ქალებისთვის იმღერებს თავად იუბილარიც.

8 მარტს მაყურებელი არა მხოლოდ ჯგუფის წევრებისთვის ძვირფას ქალებს, "ურსას" სიმღერების ავტორებსაც გაიცნობს.

მუსიკალური საღამოების სერია არხზე ამით არ სრულდება, "რუსთავი 2" მელომანებს კიდევ არაერთ სიურპრიზს უმზადებს.

 

დღის ამბები