22 აგვისტო 2026,   12:53
ვრცლად
დარჩენილია 5 სოფელი, სადაც ხვალ, დღის ბოლომდე გზები სრულად გაიხსნება - ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი

იმერეთში დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ბოლო მონაცემებით, სამუშაოებში ჩართულია 90-მდე მძიმე ტექნიკა. გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება 40 სოფელი. ეს ძირითადად მაღალმთიანი ზონების დასახლებაა.

გზების გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ელექტრო ხაზებსა და გაზსადენებზე აღდგენითი სამუშაოები.

ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება იყო ვანის მუნიციპალიტეტში, რომელიც სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე გოგორიშვილი ამბობს, რომ გარე სამყაროს მოწყვეტილია რამდენიმე სოფელი, თუმცა ის ვარაუდობს, ხვალ დღის ბოლომდე გზების გახსნა მოხერხდება.

"9 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფლების გზების გახსნასთან დაკავშირებით. სულ 42 სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში, აქედან 37 სოფელში მიმავალი გზა სოფლის ცენტრამდე უკვე გახსნილია, დარჩენილი გვაქვს 5 სოფელი, რომელიც უკვე ხვალინდელი დღის ბოლომდე დასრულებული იქნება. ყველა შეტყობინებაზე რეაგირებას ვახდენთ. ეს შეეხება საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს, ან ავადმყოფის გადაყვანას", - ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი.

დღის ამბები