28 აგვისტო 2026,   01:48
ვრცლად
"შავი ფულებით აქ რევოლუციური სცენარები რომ ფინანსდებოდა, ეს დაამტკიცა თავის ბრძანებით ამერიკის პრეზიდენტმა" - გურამ მაჭარაშვილი

"სამართლიანობა მართალია ხანდახან იგვიანებს, მაგრამ მაინც აღდგება ხოლმე. ეს დაემართა ზუსტად USAID-ს და მის თანამშრომლებს," - ასე ეხმაურება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი USAID-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს. 

მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა თავის ბრძანებით დაამტკიცა, რომ რევოლუციური სცენარები შავი ფულით ფინანსდებოდა. 

"სამართლიანობა მართალია ხანდახან იგვიანებს, მაგრამ მაინც აღდგება ხოლმე. ეს დაემართა ზუსტად USAID-ს და მის თანამშრომლებს, რომლებსაც ახლა მისცეს 15 წუთი, რომ ბარგი ჩაელაგებინათ და სათავო ოფისი დაეტოვებინათ. შავი ფულებით აქ რევოლუციური სცენარები რომ ფინანსდებოდა, ეს დაამტკიცა თავის ბრძანებით ამერიკის პრეზიდენტმა. მაგალითები არის უამრავი, მათ შორის, შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე კანვასის სემინარები, ყველაზე ცნობილი გაყალბებული არჩევნები, ISFED-ის მიერ აღიარებული მის მიერ გაყალბებული არჩევნები, რომელიც დააფინანსა USAID-მა. USAID-ის სათავო ოფისმა ერთი თვის განმავლობაში იცოდა, რომ იყო გაყალბებული, მაგრამ ამას არ ამბობდა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, სხვა ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებებში და მის პოლიტიკაში ერეოდნენ და უნდოდათ უკანონოდ შეცვლა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, USAID-ის თემაზე იმსჯელეს წარმომადგენელთა პალატაში. კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა USAID-ის თანამშრომლების საქმიანობის გამოძიება დაანონსა.

რესპუბლიკელმა კანონმდებელმა თქვა, რომ USAID-ის დემოკრატები მსოფლიოს მასშტაბით ტვინის გამორეცხვის მანქანად იყენებდნენ, რომ განვითარებად სახელმწიფოებში რადიკალური სოციალური დღის წესრიგი გაეტარებინათ.

 

დღის ამბები