საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას ავრცელებს. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ იანვარში 11.1 პროცენტი შეადგინა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.