22 ივნისი 2026,   08:24
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა თეთრ სახლში შედგა - საუბარი შეეხო უკრაინაში ომის დასრულებას და უსაფრთხოების გარანტიებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის თეთრ სახლში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულება და ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარანტიები განიხილეს.

ტრამპის ვარაუდით, რუსეთთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება გაამართლებს და პუტინი უკრაინაში აღარ შეიჭრება.

ბრიტანეთის პრემიერმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტია ნებისმიერი ევროპული ძალისთვის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებაში.

კირ სტარმერის თქმით, მიმდინარე წელს, დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ დახმარებას გაუწევს, ვიდრე აქამდე.

ბრიტანეთი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად სახმელეთო ჯარები და თვითმფრინავები გაგზავნონ.

დღის ამბები