28 აგვისტო 2026,   05:35
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებმა რომ არ იმუშავა, ყველამ კარგად დაინახა, "დიფ სთეითი" და გლობალური ომის პარტია იზღუდება და აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რაც იცის, რომ არ მუშაობს - გურამ მაჭავარიანი

პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, სანქციების მასშტაბებისა და ოდენობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამს.

გურამ მაჭავარიანი აქვე აცხადებს, რომ რეალურად, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებს.

"ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ "დიფ სთეითი" და გლობალური ომის პარტია ნელ-ნელა იზღუდება და არაფერი აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რაც იცის, რომ გაცვეთილია, არ მუშაობს, მაგრამ სხვა მეთოდი აღარ გააჩნია.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებმა რომ არ იმუშავა, ეს ყველამ კარგად დაინახა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯებს არ გადადგამს, სანქციების მასშტაბებისა და ოდენობის მიუხედავად - ეს დე-ფაქტო სანქციებთან დაკავშირებითაც თქვა, თავის დროზედა, ბიძინა ივანიშვილმა, მერე უკვე, ფორმალურ სანქციებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები