იმერეთში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება. რეგიონში ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი. აქ თოვლის საფარი ორ მეტრამდეა. ქუთაისში გრძელდება გზების გაწმენდა თოვლის საფარისგან. სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ცენტრალურ, ასევე, რთული რელიეფის მქონე უბნებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან.
"დილიდან თოვა ქუთაისში შეწყდა, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ უფრო ინტენსიურად იმუშაოს სპეციალურმა სერვისებმა ქუჩების გაწმენდაზე. მადლობა მინდა გადავუხადო კერძო სექტორს, რომელმაც თავისი ნებით გამოგვიყო სპეციალური ტექნიკა, რამაც საშუალება მოგვცა დამატებითი რესურსით გვემუშავა ქალაქში", - აღნიშნა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.