13 აგვისტო 2026,   12:19
ვრცლად
"მობილიზებულია არსებული ყველა ტექნიკა, მიმდინარეობს როგორც ქალაქის, ასევე სოფლების მიმართულებით ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები" - ამბროლაურის მერი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გზების თოვლისგან წმენდა - ასუფთავებენ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, ტროტუარებს, სამედიცინო პუნქტებამდე მისასვლელ გზებს და ჩიხებს.

ტექნიკა მუშაობს სოფლების მიმართულებითაც. ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება 16 სოფელს, მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. 26-27 თებერვალს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

"მობილიზებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა ტექნიკა. მიმდინარეობს როგორც ქალაქის, ასევე სოფლების მიმართულებით ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე პრობლემა შეიქმნა 16 სოფელში, სადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, "ენერგო-პრო" მობილიზებულია, დაწყებულია სამუშაოები და დღის განმავლობაშიც ელექტროენერგია აღდგება და ცენტრალური გზებით გაწმენდილი იქნება", - აცხადებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე.

დღის ამბები