11 აგვისტო 2026,   14:19
ვრცლად
​დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი დღეს, ასევე 27-28 თებერვალს ისევ გაუქმდა - გადაამოწმეთ კონკრეტული მიმართულებები

​უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი კვლავ გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

"უქმდება დღეს დაგგემილი 5 რეისი და 27-28 თებერვლის 9 მიმართულება.

საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც უამინდობის გამო გაუქმდა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დღის ამბები