22 ივნისი 2026,   09:37
ვრცლად
"საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ევროკომისიის პრეზიდენტი, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს აცხადებენ" - POLITICO

საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ევროკომისიის პრეზიდენტი,  გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს აცხადებენ. POLITICO-ს ინფორმაციით, ისინი ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა საერთაშორისო ინვესტორები შეაშინოს და ევროკავშირს სამშვიდობო მოლაპარაკებებში უპირატესობა წაართვას.

გამოცემა ევროპელი დიპლომატის განცხადებას ციტირებს: "თუ გაყინულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ და ისინი აღარ გვექნება, შეუძლებელი გახდება ამის გაცვლისთვის გამოყენება."

POLITICO წერს, რომ 24 თებერვალს თეთრ სახლში მაკრონმა ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა შესაძლოა გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი ომის დროს გამოიყენონ და ამ აქტივების კონფისკაცია უკანონოა.

დღის ამბები