22 ივნისი 2026,   21:13
ვრცლად
მარსელში, რუსეთის საკონსულოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საფრანგეთის პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა

მარსელში, რუსეთის საკონსულოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საფრანგეთის პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა. მედია წერს, რომ ისინი სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ამოიცნეს. ერთ-ერთი მათგანი აფეთქების მოწყობაშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს მარსელში, რუსეთის საკონსულოს შენობაში უცნობმა პირებმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები