შეიძლება, ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შევხვდე, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ, რაღაც ეტაპზე, უნდა შეხვდეს პუტინსაც, მაგრამ არ აზუსტებს, როდის.
მისი თქმით, ომის დასრულების სურვილი ყველამ გამოთქვა.
"ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.