23 აგვისტო 2026,   00:28
ვრცლად
თბილისის ნაწილს, 25 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

GWP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია 25 თებერვალს აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. 

25 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის II შესახვევში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 თებერვალის  10:00 საათიდან  26 თებერვლის  16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში: 

კრწანისის ქ. 47, 47ა, 47ბ, 49, 49ა,51ა,ბ,დ,ე, 51-89, 56-98; კრწანისის მე-2 ჩიხი; კრწანისის მე-2 შესახვევი; კრწანისის მე-3 გასავალი; კრწანისის ყოფ.რეზიდენცია; გრიგოლ ვოლსკის ქ; ალიოშა ჯაფარიძის ქ; ორთაჭალის ქ. 77-131; 60-134; წინანაურის ქ; ნადიკვარის მე-3 ქუჩა. 

25 თებერვალს   ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ბაგების სატუმბო სადგურში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.


კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 თებერვალის  20:00 საათიდან  26 თებერვლის  08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: 

კაკლების დასახლებას, მ.ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობის, უჩანეიშვილის ქუჩას შესახვევებს ჩიხებს, ჭავჭავაძის გამზ. N84, N82 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

 

დღის ამბები