რუსეთის საკონსულოში აფეთქება მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, მარსელში რუსეთის დიპლომატიური სამსახურის შენობაში ორი ასაფეთქებელი შეაგდეს. შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
"როიტერი" წერს, რომ საკონსულოს ტერიტორიას, სავარაუდოდ, ორი "მოლოტოვის" კოქტეილი ესროლეს. შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსეთის საგარეო საფრანგეთისგან ინციდენტის სრულ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ მომხდარი ტერორიზმის აქტის მცდელობას ჰგავს.