გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნების დახურვამდე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტები მოქალაქეებს მიმართავენ.
ულტრამემარჯვენე პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი, ალის ვაიდელი გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებთან მხოლოდ ამომრჩევლის ამპლუაში არ მივიდნენ, არამედ იყვნენ დამკვირვებლებიც, რათა დაიცვან საკუთარი ხმები.
მისი თქმით, ამომრჩეველი, ამ გზით, გერმანიის დემოკრატიის დაცვას შეძლებს.
"ყველა ხმა მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ხმების დათვლა გამჭვირვალე და სწორი იყოს, ჩვენ გვჭირდებით, როგორც საარჩევნო დამკვირვებლები. საარჩევნო დაკვირვება ჩვენი დემოკრატიის სრულიად ჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ის უზრუნველყოფს, რომ საარჩევნო უბნებსა და ხმების დათვლის პროცესში ყველაფერი მოწესრიგებულად, გასაგებად და შეუფერხებლად წარიმართოს. ყველას შეუძლია მონაწილეობა, წინასწარი ცოდნის გარეშეც კი. და, რაც მთავარია: თქვენ არც კი გჭირდებათ დარეგისტრირება. შეგიძლიათ, უბრალოდ, მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე და დააკვირდეთ. ასე რომ, წადით დამკვირვებლებად. წადით საარჩევნო უბანზე ან ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლის ადგილას. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ დემოკრატიული პროცესს და არჩევნებისადმი ნდობის განმტკიცებას. დემოკრატია ცოცხლობს არა მხოლოდ ხმის მიცემით, არამედ საარჩევნო დაკვირვებითაც. ყოველი ხმა მნიშვნელოვანია. დღის პროგრამა პროგრამა: ადგომა, ყავის დალევა და "ალტერნატიული გერმანიისთვის" ხმის მიცემაა", - განაცხადა ალის ვაიდელმა.