01 სექტემბერი 2026,   10:33
ვრცლად
ჩვენს მაგალითზე ვიცით, რისკენ მოგვიწოდებდნენ - ესკალაციისკენ, სანქციებისკენ, ცის ჩაკეტვისკენ, საზღვრების დაკეტვისკენ. ამის ბოლო რომ საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება იყო, ამას არ უნდა დიდი გეოპოლიტიკის ცოდნა - პაპუაშვილი

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ დიდი ძალისხმევა იყო მიმართული.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად ესკალაციისკენ მოუწოდებდა.

"ჩვენს მაგალითზე ვიცით, რისკენ მოგვიწოდებდნენ, სამი წლის წინ, ამ დღეებში და ამას რა შედეგი ექნებოდა - ესკალაციისკენ, სანქციებისკენ, ცის ჩაკეტვისკენ, საზღვრების დაკეტვისკენ, მოგვიწოდებდნენ. ამის ბოლო რომ საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი და, დიდი ალბათობით, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება იყო, ამას არ უნდა დიდი გეოპოლიტიკის ცოდნა.

გავიხსენოთ, ვინ როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა ოპოზიცია, ნახევარ იდგა აეროპორტში და უკრაინიდან გამოგზავნილ თვითმფრინავებს ელოდა - მოხალისეები უნდა გავგზავნოთ აქედანო, ოფიციალურად, სახელმწიფოს სახელითო.

მეორე ნახევარი იდგა რუსთაველზე, მათთან ერთად იდგნენ NGO-ის წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ ბომბების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილის წვას, რომ ესკალაციას არ ვახდენთ რუსეთთანო.

სწორედ იმიტომ, რომ იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ყოველ ჯერზე ტეხდნენ, არ აჰყვა ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება, ამიტომაც შევძელით, არათუ თავიდან აგვერიდებინა ეკონომიკური კოლაფსი, არამედ დღეს ვიყოთ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპით; არათუ თავიდან აგვერიდებინა სამხედრო კონფლიქტი, არამდე არცერთი უსაფრთხოების რისკიც კი არ განხორციელებულა საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები