ინტენსიური თოვის გამო, მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით, შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად ტარდება.
თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები. იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
ავტოტრანსპორტის განვლადობის შესანარჩუნებლად, გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიების სპეციალური ტექნიკის საშუალებით.