საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი კანადიდან დაბრუნდა.
ძლიერთა თამაშებში ქართველმა სამხედროებმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვეს. სამხედრო პარასპორტსმენებს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური აეროპორტში დახვდნენ.