09 ივნისი 2026,   04:54
ვრცლად
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. მათი სახლებიდან ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფული და სხვა ნივთები.

გამოძიებას კონტრტერორისტული ცენტრი სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით აწარმოებს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

დაკავებულების ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, რომ დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

"გავიცანი სისხლის სამართლის საქმე სრულად, საკმაოდ დიდი დრო დავყავი აქ. არც თუ ისე მოცულობითია. 233-ე მუხლის მესამე ნაწილია. ოპერატიული ინფორმაციაა ყოველთვის საფუძველი. მივიდნენ და აღმოჩნდა. პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ", - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები