ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელს მძევალთა 4 ცხედარი დაუბრუნა. დაღუპულთა შორის იყვნენ "ჰამასის" მძევალთაგან ყველაზე მცირეწლოვნები, ძმები ბიბასები და მათი დედა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, 33 ისრაელელ ტყვეთაგან, 28 უკვე გადაეცა ისრაელს.
სანაცვლოდ, ისრაელის ციხეები დატოვა 752-მა პალესტინელმა პატიმარმა. მიმდინარე კვირის შაბათს, გეგმაშია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ბოლო გაცვლა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე ფაზა ახლო მომავალში განხორციელდება.