"ბრესტთან" უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა, 9,3 შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა", სახლში "ბრესტი" მიიღო და მის კარში შვიდი უპასუხო გოლი გაიტანა.
"ჩვენ გვჭირდებოდა მოგების გაგრძელება, 7:0 მოგება ადვილი არ არის. ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენმა გუნდმა. შევძლებთ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა? ეს არის ჩვენი მიზანი და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის." - ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა გუშინდელი წარმატებული მატჩის შემდეგ ფრანგულ პრესასთან განაცხადა. მისი ინტერვიუდან ნაწილს კი "პსჟ" სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
ხვიჩა კვარაცხელიას თამაში Sofascore-მ 9,3-ით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია.