პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით "ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავეს.
შემთხვევა სასტუმრო "რადისონთან", ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა.
დაკავების ამსახველი ვიდეო-კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჯიოშვილი ზაჰესში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გვიან ღამით ადვოკატმა მოინახულა.