საჰაერო განგაშია უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში - გაფრთხილება "შაჰედის" ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.
დედაქალაქში ხანძარი გაჩნდა სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონის გამო.
კერძო სახლი დაიწვა ზაპოროჟიას ოლქში დაბომბვის შედეგად. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, არის დაშავებული.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 122 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, თავდაცვის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსი ჯარების 44 იერიში მოიგერიეს.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკავშირი დღეს ბრიუსელში უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ პაკეტს განიხილავს.