28 აგვისტო 2026,   09:06
ვრცლად
"სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის გარეშე ევროპისთვის მიუღებელი უნდა იყოს და ევროკავშირის სახელმწიფოებმა ამას ხელი უნდა შეუშალონ" - Elpais

სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის გარეშე ევროპისთვის მიუღებელი უნდა იყოს და ევროკავშირის სახელმწიფოებმა ამას ხელი უნდა შეუშალონ. "ელპაისში" ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპა და უკრაინა შეეჩეხნენ დამამცირებელი და თავსმოხვეული გადაწყვეტილების რეალურ საფრთხეს.

ავტორი წერს, რომ ამ მოცემულობით, უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ტერიტორია გახდება და მისი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ევროპა კი ვერ ეგუება ვითარებას, რომ მის უსაფრთხოებას მის ზურგს უკან განიხილავენ ის სახელმწიფოები, რომელთაგანაც ერთი საერთოდ აღარ იზიარებს, მეორე კი გმობს მის ღირებულებებს, - ნათქვამია "ელპაისის" სტატიაში.

დღის ამბები