ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს სანქციები დაუწესა.
ყველა აქტივი, რომელსაც პროკურორი ფლობს გაყინულია და მას ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. სანქციებს ხელი დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა.
შეგახსენებთ, კარიმ ხანს გაცემული აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერები.