"ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებას ევროპის ქვეყნები ვერ უზრუნველყოფენ. ამიტომ ვამბობთ, რომ იმ ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში, რომელთაც რეალური პოლიტიკისა არაფერი ესმით და უფრო მეტიც - უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები არიან და პირდაპირ მათ აგენტურას წარმოადგენენ, არ შეიძლება, რადგან ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის", - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა.
შარმანაშვილი აცხადებს, რომ "დიფ სთეითი" უკრაინას ესკალაციისკენ მოუწოდებდა საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის, შედეგად კი მივიღეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დათმობა მოუწევს.
"ევროკავშირის ბიუროკრატია როდესაც უკრაინას ესკალაციისკენ აქეზებდა და მოუწოდებდა, მას სხვა მიზნები ჰქონდა - უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ნამდვილად არ აკეთებდა ამას, თავისი მერკანტილური მიზნებისთვის აკეთებდა "დიფ სთეითი" ამ ყველაფერს. შედეგად, მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ტერიტორიების დათმობა მოუწევს უკრაინას, რაღაც სხვა დათმობებზე წასვლაც მოუწევს.
კიდევ უფრო ადრე იყო განცხადება, რომ ასე უანგაროდ იარაღს აღარ მივაწვდით, წიაღისეულით ვართ დაინტერესებული უკრაინაშიო და ა.შ. აი, ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ზუსტად ჩვენ. ვერანაირი კალასის განცხადებები ამას ვერ გადაფარავს - ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებას ევროპის ქვეყნები ვერ უზრუნველყოფენ. ამიტომ ვამბობთ, რომ იმ ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში, რომელთაც რეალური პოლიტიკისა არაფერი ესმით და უფრო მეტიც - უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები არიან და პირდაპირ მათ აგენტურას წარმოადგენენ, არ შეიძლება, რადგან ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.