ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინას შეეხება, ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს.
"უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა. ახლა ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის გაძლიერება და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიცემა უნდა იყოს. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს", - დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კაია კალასმა სოციალურ ქსელში გააზიარა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადების ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ამერიკელებთან ერთად სურთ უკრაინაზე მოლაპარაკებების წარმოება.