თბილისის მერია დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. დიდ დიღომში მდებარე ტერიტორიის ფართობი 2 ჰექტარია.
მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 5 მილიონია.