"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, კრებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც დაიწყო. ამჯერად შეიკრიბნენ ზუგდიდის სოფლებში: ჩხორიაში, ზედა ეწერსა და ჭკადუაშში.
ადგილზე იყვნენ სახელმწიფო რწმუნებული და ქალაქის მერი. ზუგდიდისთვის ფონდიდან ერთ მილიონამდე ლარია გამოყოფილი. აღნიშნული კრებების მიზანია, მოსახლეობამ თავად დაასახელოს საჭიროებები და პროექტები შესაბამისად დაიგეგმოს.