24 ივნისი 2026,   03:40
ვრცლად
გერმანიის კანცლერმა და"ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერმა სატელევიზიო დებატები გამართეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელევიზიო დებატებისას "ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის ეკონომიკური კრიზისი, ულტრამემარჯვენე პარტიის მზარდი გავლენა და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს". გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინაში ომი. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ამას შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება.

ფრიდრიხ მერცმაც განაცხადა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ალიანსის წევრი ვერ გახდება. კანცლერობის ორივე კანდიდატი იმედს გამოთქვამს, რომ დონალ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებას სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით შეძლებს.

დღის ამბები