28 აგვისტო 2026,   08:34
ვრცლად
"ყველა საქმე, რომლის ძიება მიმდინარეობს, არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული" - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმდინარე სასამართლო პროცესებზე კითხვები დაუსვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სამართალდარღვევის ფაქტები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

"ოპოზიციას რომ ჰკითხო, არაფრის მტკიცებულებები არ არსებობს ამ ქვეყანაზე - არც კონკრეტულად სილის გაწვნას არ ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც ეს პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა საქართველომ. ამიტომ, მოდი, ოპოზიციის მტკიცება გვერდზე გავწიოთ, რადგან მათი სურვილი და ნება სიმართლისგან არის 100%-ით აცდენილი. ყველა საქმე, რომლის ძიება მიმდინარეობს, არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული და ამ ცვლილებებსაც, რაც საკანონმდებლო სივრცეში შევიდა, აქვს თავისი მყარი დასაბუთება," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები