31 აგვისტო 2026,   00:31
ვრცლად
"თავად გახარიას თაღლითობა და ცბიერობა არაერთხელ უნახავს თავისივე გუნდის წევრებსაც კი, ახლა რა გასაკვირია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა გადააგდოს" - გურამ მაჭარაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტაზე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის განცხადებებზე, რომლებიც გიორგი გახარიას აკრიტიკებენ, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, გახარიას გუნდს პარლამენტისთვის მანდატების შეწყვეტის ოფიციალური განცხადებით ამ დრომდე არ მიუმართავს.     

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ შეცდომა დაუშვეს რომ არ შევიდნენ პარლამენტში თავის დროზე. 

"თუ არალეგიტიმურია ეს პარლამენტი, არალეგიტიმურ პარლამენტში უფლებამოსილებას რომ შეგიწყვეტენ, რატომ უნდა შფოთავდე ამაზე? ძალიან კარგად იციან მათ, რომ არავითარი ლეგიტიმაციის პრობლემა აქ არ არის და შეცდომა დაუშვეს თავის დროზე და იმის მერეც, განცხადებაც რომ დაწერეს და რომ არ შემოვიდნენ პარლამენტში და ახლა მოიმკეს ის, რაც დათესეს. ამიტომ საყვედურობენ ახლა გახარიას, რომ შენ რატომ არ წერ განცხადებასო. ეს მათი შიდა პრობლემაა, მაგრამ თავად გახარიას თაღლითობა და ცბიერობა არაერთხელ უნახავს თავისივე გუნდის წევრებსაც კი, რომლებიც გადააგდო და სიაში არ ჩაწერა მერე. ახლა რა გასაკვირია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა გადააგდოს რამდენჯერმე. ეს მისი სტილია," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები