31 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
"თითიდან გამოწოვილი და სპეკულაციურია განცხადებები, თითქოს ჩვენ რაიმე განსაკუთრებული სიმკაცრით ვიღებთ ცვლილებებს" - არჩილ გორდულაძე

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები, მეორე მოსმენით რამდენიმე მუხლის გარეშე მიიღეს. იურიდიულ საკითხთან კომიტეტის სხდომა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს, სადაც საბოლოოდ გახდება ცნობილი, რა იქნება შემოთავაზებული ცვლილებების საბოლოო ფორმა.

საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სპეკულაციას უწოდებს განცხადებებს, რომ "ქართული ოცნება" განსაკუთრებული სიმკაცრით იღებს ცვლილებებს.

"გვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გარკვეულ შემთხვევებში, იქნება ეს შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევა თუ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ეს ეხება საჯარო მოხელეებს, საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამ ადამიანების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა - იქნება პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მკაცრი და შესაბამისად, თითიდან გამოწოვილი და სპეკულაციურია განცხადებები, თითქოს ჩვენ რაიმე განსაკუთრებული სიმკაცრით ვიღებთ ცვლილებებს," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

"ქართული ოცნების" ავტორობით შემდეგი ცვლილებები შევა კანონებში - აიკრძალება მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში, ასევე იკრძალება აქციის დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძების და რკინიგზის ბლოკირება.

ჯარიმის ნაცვლად, პატიმრობა იქნება ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებებზე. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადა გაიზრდება.

 

დღის ამბები