ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ისრაელმაც დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გიდეონ საარი წერს, რომ ეს ორგანიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, ფოკუსირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზე, ისრაელი კი, ამ დისკრიმინაციას აღარ მიიღებს.